თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა. ერთ კვირიანი პროგრამა მოიცავდა კონცერტებს, მასტერკლასებს და საუბრებს მუსიკაზე. დასკვნით საღამოზე მსმენელის წინაშე სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ელისო ვირსალაძე წარსდგა.
წინანდლის ფესტივალის ფარგლებში, თელავის თეატრის ფოიეში მხატვარ დიმიტრი ანთაძის პერსონალური გამოფენა გაიხსნა.