თელავში მსუბუქი ავტომობილი დაიწვა. თვითმხილველების ინფორმაციით, Mercedes-Benz – ის მარკის ავტომობილის მძღოლმა მანქანა გააჩერა,
რა დროსაც ცეცლი გაუჩნდა და დაიწვა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო- სამაშველო ჯგუფები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
წინასწარი ინფორმაციით, აალების მიზეზი სავარაუდოდ, გაუმართავი ელექტროსადენები გახდა.