Home რეგიონი თელავი თელავში მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა

თელავში მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა

თელავში, მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა.

უფასო სამედიცინო, დიაგნოსტიკური და ინსტრუმენტული კვლევების ჩატარების შესაძლებლობა ჰქონდათ – ომის ვეტერანებს, სკოლებისა და საბავშვო ბაღების პედაგოგებს, სოციალურად დაუცველ პირებს.

პროცესს თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, პარლამენტის წევრები – ირაკლი ქადაგიშვილი, ირმა ზავრადაშვილი, რიმა ბერაძე და თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი გაეცნენ.

კვლევები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის, ქართულ-ამერიკული ჰოსპიტლის, ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის, ჰოლანდიური ჰოსპიტლის, ბოკერიას სახელობის ევექსის კლინიკისა და სამედიცინო ცენტრ „ვივამედის“ აკადემიურმა პერსონალმა ჩაატარა.

უფასო სამედიცინო აქცია საქართველოს პარლამენტის, თელავის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის მხარდაჭერითა და ორგანიზაცია „ქართული ოცნება-ჯანმრთელი მომავლის“ ორგანიზებით, „საქართველოს კლინიკების“ თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში გაიმართა.