თელავში, ლესია უკრაინკასა და ფირუზ მახათელაშვილის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ასფალტის ახალი საფარი დაგებულია ორივე ქუჩაზე, ამჟამად ეზოებში შესასვლელებისა და ტროტუარების მოწყობის სამუშაოები ტარდება.
რეაბილიტაციის ფარგლებში, მოეწყო სანიაღვრე არხები, ასფალტის ახალი საფარი დაიგო 550 გრძ.მ. მონაკვეთზე. პროექტის ბიუჯეტი 466 616 ლარს შეადგენს. სამუშაოებს კომპანია ,,სერპანტინი“ აწარმოებს.