თელავში კორონავირუსით 86 წლის კაცი გარდაიცვალა, რომელსაც თანხმლები დაავადებები ჰქონდა. ხანდაზმული თელავის ცენტრალურ სავადმყოფოში ათი დღის წინ მაღალი ტემპერატურით და სუნთქვის უკმარისობით მოათავსეს.
მედიკოსების განმარტებით , ხანდაზმულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე იყო მძიმე, ამიტომ
ექიმების ძალისხმევის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.