რომ კახეთში, კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი დაინფიცირდა, რომელიც თელავის ერთ- ერთი საავადმყოფოს ექთანია. დაინფიცირებულის კონტაქტების მოძიების მიზნით ეპიდემიოლოგები აქტიურად მუშაობენ.
კორონავირუსი დაუდასტურდა ლაგოდეხში მცხოვრებ კაცსაც. ის არსებულ კლასტერს განეკუთვნება. პაციენტი ლაგოდეხის ცხელების ცენტრში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკამყოფილებელია.
მესამე შემთხვევა კი ყვარელს უკავშირდება. დაინფიცრებული ქალი თბილისში, სპეციალიზირებულ კლინიკაში უკვე გადაიყვანეს. სპეციალისტები კონტაქტების დადგენის მიზნით მუშაობენ.
ბოლო მონაცემებით, კახეთის რეგიონის მასშტაბით COVID- 19-ის 62 შემთხვევაა დაფიქსირებული.