თელავის ისტორიული მუზეუმის დროებით საგამოფენო სივრცეში გაიხსნა თვითნასწავლი მხატვრის – თამარ ალადაშვილის პერსონალური გამოფენა – გაყიდვა სახელწოდებით ,,სულის ფერები”.
,,ჩემი ნამუშევრები, განწყობით და მისი ცვალებადობით შექმნილი ხელოვნებაა. ვხატავ იმას რასაც ვგრძნობ” – ამბობს მხატვარი.
ხელოვანმა, გამოფენის გახსნის შემდეგ, შეასრულა რამდენიმე სიმღერა თავის შემოქმედებიდან. თამარ ალადაშვილს საზოგადოება იცნობს როგორც მომღერალს, კომპოზიტორს და ავტორ შემსრულებელს. გამოფენა ორი კვირა გაგრძელდება.