თელავში, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, ახალგაზრდა გოგო დააკავეს.
MAK.GE-ის ინფორმაციით, შემთხვევა ერთი საათის წინ დაფიქსირდა.
პოლიციამ ახალგაზრდა გოგო, სახლში იძულებით გადაიყვანა.
როგორც თავად ამბობს, თურქეთიდან რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა, თუმცა აუცილებელი იზოლაციის შესახებ საზღვარზე გაფრთხილება არ მიუღია.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრიცი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ინფორმაციით, მაღაზია “ზუმერში” ერთი- ერთი თანამშრომელი 14-დღიან სავალდებულო იზოლაციას ექვემდებარებოდა, ამიტომ სპეციალისტებმა საცხოვრებელი სახლი შეამოწმეს და დარწმუნდნენ, რომ პირობები საიზოლაციო ნორმებს აკმაყოფილებს. გადაწყდა, რომ 25 წლამდე გოგო საინკუპაციო პერიოდს სწორედ სახლში გაატარებს.
შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე საათში, იზოლაზაციის წესების დარვევის გამო, თელავიდან საკარანტინო სივრცეში ორი ადამიანი სამართალდამცავებმა იძულების წესით მოათავსეს.