თელავში “ელიტ ელექტრონიქსის” მაღაზია გაქურდეს. შემთხვევა წუხელ, დაახლოებით ღამის სამ საათზე მოხდა.
ჩვენი ინფორმაციით, მაღაზიიდან ძვირადღირებული რამდენიმე ნივთია წაღებული.
ამ დროისთვის არ არის ცნობილი, რა რაოდენობის ტექნიკის წაღება შეძლეს მძარცველებმა.
როგორც ჩვენთვის ცნობილია, ამოღებულია სათვალთვალო ვიდეო კამერებიდან ჩანაწერები, რომელთა შესწავლა უკვე მიმდინარეობს. პოლიცია მძარცველებს ამ დრომდე ეძებს.
საქმეზე გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო.