გიორგი ბოტკოველი საზოგადოებას ინიციატივით მიმართავს:
“უახლოეს მომავალში ,,ენმ”-ს საკრებულოს წევრები, წარმომადგენლობით ორგანოს მიმართავენ, რათა თელავში დრამატულ თეატრთან მდებარე ე.წ ,,ახალ ბაღს”, ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობა მიენიჭოს.
გთავაზობთ ბოტკოველოს მიერ გაკეთებულ განცხადებას:
,,გამოვდივართ ინიციატივით (პირველივე სხდომაზე მივმართავთ საკრებულოს), რომ თელავში, თელავის თეატრის გვერდით არსებულ სკვერს (,,ახალ ბაღს”) ეწოდოს ბატონი ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელი და დაიდგას ამ დიდი ადამიანის ბიუსტი!!!
ჩვენს ქვეყანაში და მთელს მსოფლიოში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, დღეს ძალიან აქტუალურია საუბარი ღირსეული ქართველი ექიმის, ბრწყინვალე პიროვნების- ბატონი ვახტანგ ბოჭორიშვილის დამსახურებების შესახებ. ის იყო წარმატებული ინფექციონისტი და მის ხელში ბევრი პროფესიონალი აღიზარდა.
ბატონი ვახტანგი დაიბადა და გაიზარდა ლაგოდეხის რაიონში, თუმცა შემდგომში მისი ცხოვრება და მოღვაწეობა გაგრძელდა თელავში.
ცოტა გასაოცარი, მაგრამ ძალიან საინტერესოა ის ფაქტი, რომ ბატონმა ვახტანგმა პირველად პროფესიად აირჩია რეჟისორ – მსახიობობა და ამ მხრივ თავისი შესაძლებლობები სწორედ თელავის თეატრში გამოსცადა, თანაც საკმაოდ წარმატებით.
P.S დარწმუნებული ვარ, რომ პრობლემას ღირსეულად დავამარცხებთ და ღირსეულთა სათანადოდ დაფასებისთვისაც მოვიცლით !!!”- წერია ბოტკოველის განცხადებაში.