თელავში, ერეკლე მეორის ქუჩაზე, ავტომობილი ქვეითს დაეჯახა – 40 წლამდე ასაკის კაცი ადგილზე გარდაიცვალა. ცნობილია, რომ გარდაცვლილია თელავის შემოსავლების სამსახურის თანამშრომელი.
შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ქვეითს ე.წ. “ზებრა” გადასასვლელზე დაეჯახა. მანქანის მძღოლი კი შეჯახების შემდეგ ადგილიდან მიიმალა.
შემთხვევის ადგილას ამ წუთებში სამართალდამცავები მუშაობენ.
წყარო : მთავარი არხი