კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, ამ წუთებში თელავის ცენტრალური ქუჩების სადენზიფეციო ხსნარით დამუშავება მიმდინარეობს.
პროსცესში ჩართულია თელავის მერიის კეთილმოწყობის სამსახური და საგანგებო სიტუაციების მართვის კახეთის რეგიონული სამმართველოს მეხანძრე – მაშველები და სახანძრო – სამაშველო ტექნიკა.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით კორონავირუსის საპროფილაქტიკო ღონისძიებების ფარგლებში, მთელი ღამის განმავლობაში დაგეგმილია ქალაქის ცენტრალური ქუჩების მორეცხვა.
სამუშაოები ხვალ საღამოს კომენდანტის საათის დაწყებისთანავე სხვა ქუჩების მორეცხვით გაგრძელდება. მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო თელავის მერი და გუბერნატორის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.