Home დღის ამბები თელავური წვენი „ალალი“  კანადის ბაზარზე შევიდა 

თელავური წვენი „ალალი“  კანადის ბაზარზე შევიდა 

ქართული წვენი „ალალი“  ნიუ-იორკსა და ნიუ-ჯერსის შემდეგ უკვე კანადის ბაზარზე შევიდა. 

რაც შეეხება სხვა ქვეყნებში ექსპორტს, კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობს საბერძნეთთან, ისრაელთან, ჩეხეთთან და ლიეტუვასთან.

„ალალის“ წვენები საქართველოში, სუპერმარკეტების თითქმის ყველა მსხვილ ქსელშია წარმოდგენილი. მათ შორის „გუდვილში“, „კარფურში“, „აგროჰაბში“, „ზღაპარსა“ და „ფრესკოში”.

გოჩა ღვინეფაძის თქმით, კომპანია თვეში, დაახლოებით, 50 000-60 000 ბოთლის რეალიზაციას ახდენს.

„აჩინებული“ ამ ეტაპზე  აწარმოებს:  ვაშლის, ალუბლის, ატმის, ყურძნის, მაყვალისა ციტრუსის პომიდვრის და ბროწეულის წვენს . მალე გამოჩნდება ალუბლის „ალალიც“,

„აჩინებულის“ საწარმო თელავში მდებარეობს. ის „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა და გასული წლის ზაფხულიდან ამოქმედდა. საწარმოში ჯამში 2,8 მილიონი ლარის ინვესტიციაა განხორციელებული