თელაველობა რთულია..
მაგრამ ყველაზე მეტად რთული, კარგი თელაველობაა..
საუკუნის წინა ამბავი უნდა მოვყვეთ …
100 წლის წინ , მსოფლიო პანდემიას ებრძოდა…
100 წლის წინ თელაველებს სამკვდრო სასიცოცხლო ომი ჰქონდათ გამოცხადებული ესპანურ გრიპ “ისპანკასთან” …
და აი, ამ ყველაზე რთულ პერიოდში ქალაქს სამწუხაროდ არ ჰქონდა საავდმყოფო…
არა და პანდემიას როგორ დაამარცხებ თუ ავადმყოფები სამედიცინო ნაწილში იზოლირებულები არ გეყოლება ?!
ასე დაჰქროდა “ისპანკა” და ჩვენს ძალიან ახალგაზრდა თანაქალაქელებს სიცოცხლეს ართმევდა…
აღმოჩნდა რომ ხელისუფლება და თბილისის გუბერნია, არ იყო მზად ამ პატარა სატახტო ქალაქის დასახმარებლად…
სწორედ ამ დროს, როცა თელავის ყოფნა არ ყოფნა წყდებოდა…
როცა ქალაქს საშიშროება ედგა ისტორიას ჩაბარებოდა, ერთმა თელაველმა კარგმა კაცმა, მოსესა ხითაროვმა, საკუთარი დანაზოგი 50 000 მანეთი გამოიტანა ოჯახიდან და ქალაქს მიზნობრივად შესწირდა.
სულ რამდენიმე კვირაში, ქალაქმა საავადმყოფოსთვის შენობა იყიდა და 30 საწოლიანი საავადყოფო მოაწყო. მოიწვია ექიმები და ისპანკას ბევრი მომაკვდავი წაართვა…
საბოლოოდ ისპანკამ დაგვტოვა, ხითაროვი ბევრს დაავიწყდა მაგრამ თელავი დარჩა …
არავინ იცის ვინ იყო ის მოსესა ხითაროვი. მის შესახებ თემო ვახტანგიშვილის წიგნი მოგვითხრობს მხოლოდ…
არავინ იცის სად არის დღეს მისი საფლავი…
არავინ იცის ჩვენში ვინ არიან მისი შთამომავლები…
უბრალოდ 100 წლის წინ ერთმა კარგმა თელაველმა, თელავი სიკვდილსგან გადაარჩინა…
100 წლის მერე, თელავს ისევ შეუტია პანდემიის ლანდმა…
ბედად ვერ მოგვერია…
ბედად ვერ შემოაღწია…
მაგრამ მოიტანა შიმშილი და შიში…
მოიტანა არსებობის ყოფნა არ ყოფნის დიდი შიში…
მაგრამ 100 წლის მერეც თელავი ისევ კარგ და მაგარი თელეველებზე დგას…
100 წლის მერეც ამ ქალაქის მთავარი ლოზუნგი ერთი ყველასთვის ძალაშია..
არა და სულ რაღაც ოციოდე წლის წინ მე 4 სკოლის მასწავლებლები ვერც იფიქრებდნენ რომ მათი მოსწავლე რამდენიმე ათეული წლის მერე ამ ქალაქის მრავალშვილიენი დედების და მოხუცების მთავარ ნუგეშად იქცეოდა…
ვერ იფიქრებდნენ ძველი თელავის, დაბახენებისა და ღვთისმშობლის უბნელები, რომ ველოსიპეტით მორბენალი ბიჭი რამდენიმე წლის მერე ამ ქალაქში ბავშვებს ოცნებებს აუსრულებდათ და გაახარებდათ….
ვერ იფიქრებდნენ ვერც მისი კლასელები, რომ ჩვეულებრივი თელაველი არ იჯდა მათ გვერძე მერხზე …
ალბათ მხოლოდ დედამ იცოდა როგორ შვილს უზრდიდა ქალაქს…
ალბათ მხოლოდ მამამ იცოდა რას ასწავლიდა, როცა შვილებს ასწავლიდა თელავის სიყვარულს.
ამ პატარა ქალაქს ბევრი დიდი ადამიანი ჰყოლია და ჰყავს…
დღეს ამ პატარა ქალაქის დიდი ადამიანი გიორგი მათურელია…
მათურელის შეფასება არც ბერს სჭირება და არც ერს… მათურელის ყველა დღე ,მისი ცხოვრების წესია, წესი თელავისა და თელაველეობის…
ამბობს რომ მთავარი ოცნება ერთი აქვს,
„ჩემს ქალაქში არავის არ უნდა უჭირდეს, ჩემს ქალაქში მხოლოდ ღიმილით სავსე ადამიანები უნდა ცხოვრობდნენ. იმიტომ რომ თელავი ბედნიერების ქალაქია“
პ.ს. რამდენიმე დღეში გიროგი მათურელის ბლიც ინტერვიუ შემოგთავაზებთ „ მთავარი ამბები კახეთში “ ვინც არ იცნობთ გაგაცნობთ …
ჩვენ კი გავაგრძელებთ წერას პატარა ქალაქის დიდ თელაველებზე… რომ 100 წლის მერეც მათ ყველა იცნობდეს