მეფე ერეკლე მეორის სახელობის თელავის პირველი საჯარო სკოლის პედაგოგს კორონავირუსი ლაბორატორიულად დაუდასტურდა. ინფორმაციას სკოლის ადმინისტრაციაში ადასტურებენ. საგანმანათლებლო დაწესებულების თანამშობლები, რომლებიც დაინფიცირებულთან ახლო კონტაქტში იმყოფებოდნენ, თვითიზოლაციაში არიან. სკოლის სხვა მასწავლებლებს კი მასობრივი ტესტირება ჩაუტარდებათ.
დირექტორი მაია ოთარაშვილი ამბობს, რომ სკოლაში სასწავლო პროცესი არ შეჩერებულა , თუმცა არ გამორიცხავს , რომ პრევენციული თონისძიებების გამო სწავლა რამდენიმე დღით დისტანციური მეთოდით გააგრძელონ .
არსებული ინფორმაციით, თელავში, კორონავირუსი დაუდგინდა შემოსავლების სამსახურის რამდენიმე თანამშრომლსაც.
რეგიონის მასშტაბით დაინფიცირებულთა რაოდენობა 150-მდე გაიზარდა. კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების ზრდის მიუხედავად , ეპიდემიოლოგების შეფასებით, კახეთში სიტუაცია მართვადი და კონტროლირებადია.