წითელი ჯვრის საზოგადოების, თელავის ფილიალი საგანგებო მდგომარეობის პარალელურად, აგრძელებს კორონავირუსთან ( COVID 19) დაკავშირებით საინფორმაციო კამპანიას.
მოხალისეთა ჯგუფის წევრები მოსახლეობას აცნობენ რეკომენდაციებს და ასწავლიან უსაფრთხოების ნორმების დაცვას, რათა მაქსიმალურად დაიცვან როგორც საკუთარი, ასევე სხვათა ჯანმრთელობა.
19 მარტიდან ფილიალის მოხალისეებმა თელავის მუნიციპალიტეტის 27 ადმინისტრაციულ ერთეულში, პირველადი ჯანდაცვის ცენტრებში ( სოფლის ამბულატორია) დაარიგეს საინფორმაციო მასალები.
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების თელავის ფილიალის მოხალისეებმა საკუთარი სურვილით შეგროვებული თანხით შეიძინეს საკვები და პირველად მოხმარების პროდუქტი. რომლებიც სოციალურად მოწყვლად ბენეფიციარებს ბინაზე გადასცეს.
# stopcovid19