თელავის ცენტრალურ საავადმყოფო 6 აპრილიდან სავარაუდოდ მზად იქნება, კორონავირუსით დაინფიცირებული პირველი პაციენტი მიიღოს.
,,ამისათვის 7 პალატა უკვე მზად არის.პირველი ერთი სართული იზოლირებულია და შესაბამისი სამედიცინო აპარატურითაც აღჭურვილი.
თელავის ცენტრალურ საავადმყოფოს მედპერსონალს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ტრენინგები უკვე ჩაუტარეს.”-აცხადებს, კლინიკის დირექტორი, ზურაბ საჩიშვილი.