თელავის ფიზიკური მედიცინის ცენტრი გიორგი დალაქიშვილის ხელმძღვანელობით, არის უნიკალური სარეაბილიტაციო კლინიკა, რომელშიც შესაძლებელია, როგორც ბავშთა ასევე მოზრდილთა სრული სარეაბილიტაციო კურსის ჩატარება (როგორც არაოპერაციული ასვე ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაცია).
კლინიკა გამორჩეულია დაავადების მკურნალობის თანამედროვე მიდგომით. აღსანიშნავია, რომ პერსონალი გადამზადებულია საზღვარგარეთ, სპეციალიზირებულ კლინიკებში. კლინიკა არის ერთ-ერთი ცენტრი კახეთის რეგიონში, სადაც შესაძლებელია ტერფის დიაგნოსტირება და შესაბამისი ინდივიდუალური ღაბაშის დამზადება. რაც უზრუნველყოფს ხერხემლის და ძვალ-სახსროვანი დაავადების პროფილაქტიკას და განაპირობებს ადამიანის საყრდენ მამოძრავებელი სისტემის სწორ დატვირთვას.