Home დღის ამბები თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის გამარჯვება ჩეხეთში

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის გამარჯვება ჩეხეთში

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, კრივში ჩეხეთის რესპუბლიკის ეროვნულ ლიგაში გაიმარჯვა.

უნივერსიტეტის ინფორმაციით- 19 წლის თელაველმა სპორტსმენმა მეტოქე პირველივე რაუნდში ჩააგდო ნოკაუტში და ყველასგან დაუმარცხებელ მოკრივეს მოუგო.

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტია და ჩეხეთში , ქალაქ ბრნოს მენდელის უნივერსიტეტში, გაცვლითი პროგრამით იმყოფება.

თელაველი სტუდენტი თანამედროვე კლასიკური კრივის სახეობაში, 86 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს და სწავლის პარალელურად, ჩეხურ სპორტულ კლუბში ვარჯიშობს.