თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2020-2021 სასწავლო წლისათვის აცხადებს მაგისტრატურაში სტუდენტთა მიღებას შემდეგ სამაგისტრო
საგანმანათლებლო პროგრამებზე:
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი
1. ეკოლოგია – 15 ადგილი
2. მეტეოროლოგია-კლიმატოლოგია – 10 ადგილი
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
1. ტიპოლოგიური ლინგვისტიკა და მთარგმნელობითი საქმე (ქართულ-ინგლისური, ინგლისურ- ქართული; ქართულ-რუსული, რუსულ-ქართული; ქართულ-გერმანული, გერმანულ- ქართული)- 10 ადგილი;
2. ახალი და უახლესი ისტორია – 10 ადგილი.
სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტი
1. ბიზნესისა ადმინისტრირების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა-20 ადგილი;
2. ეკონომიკის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა-10 ადგილი
აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
1. მევენახეობა-მეღვინეობა –15 ადგილი
საბუთების მიღება იწარმოებს 2020 წლის 1 სექტემბრიდან 2020 წლის 23 სექტემბრის ჩათვლით საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამის ფაკულტეტებზე (საბუთების შემოწმების შემდეგ განცხადებები დანართებთან ერთად გადაიგზავნება უნივერსიტეტის კანცელარიაში);
მაგისტრატურაში ჩარიცხვის მსურველმა უნდა წარმოადგინოს განცხადება რექტორის სახელზე (იხ. ბრძანების დანართი 1), შესაბამისი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მითითებით, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს:
ა) მოქალაქის პირადობის მოწმობის (პასპორტის) ასლი;
ბ) ორი ფერადი ფოტოსურათი (3×4);
გ) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული დიპლომი დანართთან ერთად /ცნობაკვალიფიკაციის მინიჭების შესახებ და მათი შესაბამისი ასლები;
დ) სამხედრო ვალდებულებასთან დამოკიდებულების დამადასტურებელი
დოკუმენტის ასლი (სავალდებულოა ვაჟებისათვის);
ე) საერთო სამაგისტრო გამოცდის სერტიფიკატი ;
ვ) მაგისტრატურაში მისაღებ კონკურსში მონაწილეობისათვის საორგანიზაციო გადასახადის – 50 (ლარის) ქვითარი;
მაგისტრატურის ყველა საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღები გამოცდა ჩატარდება 2020 წლის 28 სექტემბერს. კონკრეტულ სამაგისტრო პროგრამაზე კანდიდატთა ჩარიცხვა განხორციელდება, თუ ჩასარიცხ კანდიდატთა რაოდენობა იქნება 2 ან მეტი;
გამოცდების შედეგების გამოცხადებისა და შედეგების გასაჩივრების ვადად განისაზღვრა 2020 წლის 28 სექტემბერიდან 29 სექტემბრის 15:00 საათის ჩათვლით;
მაგისტრანტობის კანდიდატებთან ხელშეკრულებები გაფორმდება 2020 წლის 28-30 სექტემბერს ჩათვლით.