თელავის ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლის ერთ- ერთ პედაგოგს კორონავირუსი დაუდგინდა , რის გამოც დაწესებულებამ მუშაობა დროებით შეაჩერა. სპეციალისტების რეკომენდაციით, დაინფიცირებული ქალის თანამშრომლები თვითიზოლაციაში იმყოფებიან.
თელავის მერიაში განმარტავენ, რომ სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩატარდა. როდის აღდგება სამხატვრო სკოლაში სასწავლო პროცესი ჯერჯერობოთ უცნობია.
სკოლის ადმინისტრაციის განცხადებით პედაგოგი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, მეუღლის დაინფიცირების შემდეგ. ამ ეტაპისთვის დაინფიცირებული ცოლ ქმმრის მდგომარეობა სტაბილურია.