Home რეგიონი თელავი თელავის საკალათბურთო გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალშია

თელავის საკალათბურთო გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალშია

“ა” ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ წრეში, თელავის საკალათბურთო გუნდმა ,,ბურჯი“ ,,მთიელს“ ანგარიშით 111: 82 მოუგო და საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში გავიდა, სადაც ასევე 2-მატჩიან საპლეიოფო სერიაში, “ა” ლიგის საგზურისთვის „თბილისი სითის“ დაუპირისპირდება. მატჩი თბილისი არენაზე გაიმართა.

,,თბილისი სითისა“ და თელავის ,,ბურჯის,, საპლეიოფო სერიის პირველი მატჩი თელავში, 21 დეკემბერს, ხოლო 24-ში, თბილისში გაიმართება.