Home დღის ამბები განათლება თელავის პირველ საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დისტანციური რეჟიმით გაგრძელდება.

თელავის პირველ საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დისტანციური რეჟიმით გაგრძელდება.

თელავში მეფე ერეკლე II -ის სახელობის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დისტანციური რეჟიმით გაგრძელდება.

ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს,რაც ერთ-ერთ პედაგოგს კორონა ვირუსი დაუდგინდა.
როგორც კახეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ბრიფინგზე განაცხადა
მასწავლებელთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირი თვითიზოლაციაშია,ხოლო თანამშრომლების მასობრივი ტესტირება ცოტახანში დაიწყება.
ირაკლი შიოშვილის თქმით,ინფექციის მასშტაბურად გავრცელების თავიდან აცილების მიზნით დაიკეტა ქორეოგრაფიული,მუსიკალური და სპორტული წრეები სადაც ჯგუფური სწავლება მიმდინარეობს.
რეგიონში ამ ეტაპზე კორონა ვირუსის 150 ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირებული.

სპეციალისტების განმარტებით covid19 იფიცირებულთა მაჩვენებლის ზრდის მიუხედავად რეგიონში ეპიდსიტუაცია მართვადია