თელავის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებში,სააღმზრდელო პროცესის შეჩერება და არდადეგები ამ ეტაპზე არ იგეგმება-ამის შესახებ MAK.GE-ისთან ,თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა განაცხადა.
,,ამ ეტაპზე ჩვენს მუნიციპალიტეტში არსებულ ბაგა-ბაღებში არდადეგები არ იგეგმება. სააღმზრდელო პროცეში ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება,თუმცა პრევენციის მიზნით გამკაცრებულია ზომები და ყველა ბაღში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.
იმ შემთხვევაში თუ ქვეყნის მასშტაბით, ბაგა ბაღების სააგენტოები საყოველთაოდ შეწყვეტენ მუშაობას, ჩვენს მუნიციპალიტეტში არსებული ყველა სააღზმრდელო დაწესებულება შეწყვეტს მიღებას.”- აცხადებს შოთა ნარეკლიშვილი.