თელავის მუნიციპალიტეტში, ავტობუსების სადგომისა და დამხმარე ნაგებობის მშენებლობა დაიწყო
კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თელავის მუნიციპალიტეტში დროებით შეჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტები განახლდა.
როგორც თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, თელავში 40 ავტობუსზე გათვლილი სადგომისა და დამხმარე ნაგებობის მშენებლობა დაიწყო.
პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 004 517 ლარით ფინანსდება.
სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს. ,,ამ ჯგუფი,, ასრულებს.