ადგილობრივების ინფორმაციით ცეცხლი სასაფლაოს ტერიტორიის დიდ ნაწილზე იყო გავრცელებული და ამჟამად ხანძარი ლიკვიდირებულია.
,, ცეცხლი ძირითადად ხმელ ბალახს ეკიდა, მაგრამ სწრაფად გავრცელდა და გაიმურა საფლავის ქვები, დაზიანდა ხის სკამები და მაგიდები, რომელიც საფლავებთან იდგა.
საბედნიეროდ სახანძრომ იქამდე ჩააქრო, ვიდრე ეკლესიაზე გადავიდოდა” განაცხადა ერთ- ერთმა ადგილობრივმა.
ხანძრის გამომწვევ მიზეზად დაუდევრობა სახელდება.