Home რეგიონი თელავი თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში 6 ახალი საბავშვო ბაღი ეწყობა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში 6 ახალი საბავშვო ბაღი ეწყობა

მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის სოფლების 6 საბავშვო ბაღში ახალი, შემეცნებითი სივრცეები ეწყობა.

პროექტის დასრულების შემდგომ, საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს საშუალება ექნებათ დაკავდნენ სხვადასხვა გასართობ-შემეცნებითი აქტივობით.

სოფლად არსებული საბავშვო ბაღების ეზოებში მრავალფუნქციური სივრცეების მოწყობა, მოსახლეობის ჩართულობით, კენჭისყრის პრინციპით შეირჩა, რაც შემდგომში არსებული ფორმით დაპროექტდა და მოწყობილი იქნა მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 89 112 ლარით ფინანსდება.

სამუშაოების მიმდინარეობას დღეს თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ნიკოლოზ მეტრეველი გაეცნო.