Home რეგიონი თელავი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გამართულ სხდომაზე მხარი დაუჭირა 2025 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გამართულ სხდომაზე მხარი დაუჭირა 2025 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს გამართულ სხდომაზე მხარი დაუჭირა 2025 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას.

დადგენილების მიხედვით, სოფელ რუისპირში დაფინანსდება ლომისის წმ. გიორგის სახელობის სალოცავთან საზოგადოებრივი სივრცის მოწყობის სამუშაოები, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შეძენა და საზედამხედველო მომსახურება, რომელიც 2025 წლის ბიუჯეტის შემუშავების დროს საკრებულოს ერთ-ერთი ინიციატივაა.

მთავარ საფინანსო დოკუმენტში შესული ცვლილებებით ასევე გათვალისწინებულია სოფელ გულგულაში მისასვლელი გზის, თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაციისა და ქალაქ თელავში თურდოსპირელის ქუჩისა და არჩილ II-ის ქუჩის პირველი ნაწილის მოასფალტების სამუშაოების დაფინანსება.

️ამასთანავე საკრებულომ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტებიც დაამტკიცა.

მუნიციპალიტეტის 29 სოფელში სხვადასხვა პროექტის განსახორციელებლად ჯამში 956 000 ლარია გათვალისწინებული.