Home რეგიონი თელავი თელავის მუნიციპალიტეტის მერი სტუდენტებს შეხვდა

თელავის მუნიციპალიტეტის მერი სტუდენტებს შეხვდა

თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი სტუდენტებს შეხვდა. მერიაში გამართულ შეხვედრაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და სტუდენტებმა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ისაუბრეს.

ასევე, თელავის მუნიციპალიტეტის მერმა პარლამენტის დეპუტატთან, დავით მათიკაშვილთან ერთად ,,საქართველო – ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა,, პანელურ დისკუსიაშიც მიიღო მონაწილეობა.