Home რეგიონი თელავი თელავის მუნიციპალიტეტის 3 სოფელში სტიქიის შედეგად დაზიანებული სახლების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

თელავის მუნიციპალიტეტის 3 სოფელში სტიქიის შედეგად დაზიანებული სახლების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ინტესნიურ რეჟიმში მიმდინარეობს სოფლებში: ფშაველში, ლალისყურსა და ნაფარეულში სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოები.

პირველ ეტაპზე, რეაბილიტაცია უტარდება 70 საცხოვრებელი სახლის სახურავს, მიმდინარე სამუშაოებზე კი ცენტრალური ბიუჯეტიდან 1 083 897 ლარი იხარჯება.