თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ
იყალთოში რეაბილიტირებული ბიბლიოთეკა გაიხსნა.
განახლებულ სივრცეში მკითხველს, სკოლის
მოსწავლეებს, ადგილობრივებსა და ბიბლიოთეკის სხვა სტუმრებს განახლებული წიგნის ფონდი, ტექნიკა, უფასო ინტერნეტი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა დახვდებათ.
თელავის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, სოფლებში არსებული ბიბლიოთეკების რეაბილიტაცია და სამკითხველო
კუთხეების განახლებაა. ბიბლიოთეკის თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვა წიგნიერების ახალგაზრდა თაობებში პოპულარიზაციას ემსახურება.
განახლებულ ბიბლიოთეკაში კომფორტული სამუშაო სივრცეებიც მოეწყო.
იყალთოს რეაბილიტირებული ბიბლიოთეკის გახსნას თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო, შეკრებილ საზოგადოებას განახლებული სივრცის გახსნა მოულოცა და სოფლად ბიბლიოთეკის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის
მხარდაჭერითა და საბიბლიოთეკო გაერთიანების ორგანიზებით, სოფლებში არსებული ბიბლიოთეკების განახლების პროცესი წლის განმავლობაში გაგრძელდება