კორონავირუსის შემთხვევა გახდა მიზეზი, რის გამოც ერთი კვირით, სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმით გაგრძელდება თელავის მეშვიდე საჯარო სკოლაში.
აქ ვირუსი ერთ-ერთ პედაგოგს დაუდასტურდა. ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სკოლაში უკვე ჩატარდა ეპიდკვლევა.
ჯამში, კახეთის რეგიონში, დისტანციური სწავლება ხუთ სკოლაში მიმდინარეობს.