დღეს გამართულ სხდომაზე უწყებათშორისი საბჭოს წევრებმა შიდა ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროცესი დადგენილი წესებისა და სტანდარტების დაცვით მიმდინარეობს, ის სასტუმროები კი, რომელთაც გახსნის ნებართვა ოფიციალურად მიიღეს, უკვე აქტიურად იჯავშნება.
შიდა ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებით, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, მუზეუმების გახსნის შესახებ. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სტანდარტები, რომელთა დაკმაყოფილება სავალდებულო იქნება მუზეუმის პერსონალისა და ვიზიტორებისთვის, უკვე შემუშავებულია და უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.
როგორც mak.ge – ს თელავის ისტორიული მუზეუმის დირექტორმა გურამ ურჩუხიშვილმა განუცხადა,
„სამწუხაროდ ამ დროისათვის თელავის ისტორიული მუზეუმი ვერ შეძლებს დამთვალიერებლის მიღებას, რადგან სადეზინფექციო საუშაოები არ არის ჩატარებული ხოლო სივრცე კი დიდია. 20 ივნისისთვის სამწუხაროდ ვერ გავიხსნებით, ალბათ უფრო მოგვიანებით შევძლებთ დამთვალიერებლის მიღებას.“
გაზრდილი მობილობისა და შიდა ტურიზმის გახსნის პირობებში რისკების ეფექტური მართვის მიზნით, გრძელდება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მათ შორის რესტორნებსა თუ სარეკრეაციო სივრცეებში, დადგენილი სტანდარტების შესრულების მკაცრი კონტროლი, დარღვევების შემთხვევაში კი გამოყენებულია კანონით განსაზღვრული ჯარიმები.
ამასთანავე, კვლავ ძალაში რჩება რეკომენდაცია, რომლის თანახმად, საჯარო სამსახურში დასაქმებული პირები მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობენ.
თუ გინდა გაიგო რა ხდება შენს სოფელში შენს ქალაქში შენს რეგიონში. გქონდეს სწრაფაი და სანდო ინფორმაცია იმეგობრე ჩვენთან და მოიწონე ჩვენი გვერდი „მთავარი ამბები კახეთიდან/mak.ge“ ან გაწევრიანდი ჩვენს ჯგუფში „მთავარი ამბები კახეთიდან“