თელავის თეატრში მერაბ კოსტავას სახელობის თელავის IV საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ დადგმული სპექტაკლი, ნიკო ფიროსმანაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ “ფანჯარა მარადისობაში” გაიმართა.
სპექტაკლს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე პლატონ კალმახელიძე, თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ მთვარელიშვილი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ ჯანიაშვილი და სასკოლო საზოგადოება ესწრებოდა.
სპექტაკლის რეჟისორი, IV საჯარო სკოლის დირექტორი – ეკატერინე გიგიტელაშვილი, სცენარის ავტორი, IV საჯარო სკოლის ქართულის პედაგოგი – ნანა ღარიბაშვილი.