Home რეგიონი თელავი თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში XX საერთაშორისო ,,სააღდგომო ფესტივალი” გაიმართა

თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში XX საერთაშორისო ,,სააღდგომო ფესტივალი” გაიმართა

თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში XX საერთაშორისო ,,სააღდგომო ფესტივალი” გაიმართა.

სააღდგომო ფესტივალს მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

ფესტივალში მონაწილეობდნენ სოპრანო, ნანა ქავთარაშვილი, ტენორი -პაოლო ლარდიცონე და კონცერტმაისტერი – ირინა აივაზოვა.

,,სააღდგომო ფესტივალი” ტრადიციულ ხასიათს ატარებს და თელავში უკვე მერვედ ჩატარდა. ფესტივალის დამფუძნებელია მანანა ხვედელიძე.

ფესტივალი საქართველოს კულტურისა სამინისტროს, თბილისის მერიის, იტალიის საელჩოს, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იმართება.