Home დღის ამბები განათლება თელავის დემოკრატიის სკოლაში მიღება იწყება

თელავის დემოკრატიის სკოლაში მიღება იწყება

fb-share-icon
მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი (EECMD) იწყებს ახალ პროექტს ,,დემოკრატიული პოლიტიკური კულტურის ხელშეწყობა საქართველოში სამოქალაქო ჯგუფების ჩართულობის, თანამშრომლობისა და კავშირების გაძლიერებით ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე”, რისთვისაც აცხადებს მონაწილეების შერჩევას საქართველოს 4 რეგიონში (შიდა ქართლი, კახეთი, იმერეთი, აჭარა).

პროექტი ხორციელდება დანიის პოლიტიკური პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტთან (DIPD) თანამშრომლობით და ახალი დემოკრატიის ფონდის (NDF) ფინანსური მხარდაჭერით. პროექტი მიზნად ისახავს, პოლიტიკური განათლებითა და სამოქალაქო აქტივიზმით ახალგაზრდული ხმების გაძლიერებას, დემოკრატიული პრინციპების მხარდაჭერასა და დემოკრატიის განვითარებას საქართველოში.

Ჩვენი მიზანია ახალგაზრდა, ამბიციური ლიდერების აღმოჩენა, მათი გაძლიერება და ისეთი ცოდნისა და უნარების მიცემა, რაც მათ დაეხმარება დამოუკიდებლად შეძლონ პოზიტიური ცვლილებების გამოწვევა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. პროექტი იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას რეგიონული და საერთაშორისო კავშირების შექმნის და თანამშრომლობის გაღრმავებისთვის საქართველოსა და დანიის ახალგაზრდა ლიდერებს შორის.

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ პოლიტიკისა და დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებულ 18-25 წლის აქტიურ მოქალაქეებს შემდეგი ქალაქებიდან – თელავი, გორი, ქუთაისი და ბათუმი.

განაცხადები მიიღება 31 მარტის ჩათვლით.

ტრენინგების კურსი დაიწყება 2024 წლის აპრილში და დასრულდება ივნისში, ხოლო პროექტით გათვალისწინებული სხვა აქტივობები ეტაპობრივად, 2024 წლის მანძილზე განხორციელდება.

პროექტში მონაწილეობა უფასოა.

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.eecmd.org