ახალი რეგულაციები სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვას და ბაზარში მოქალაქეების შეზღუდული რაოდენობით შეშვებას ეხება.
ბაზრის მთავარი ვეტერინარის, კობა ჟამურაშვილის ინფორმაციით, მოქალაქეთა შესვლა-გასვლას, ბაზრის ადმინისტრაციის თანამშრომელი არეგულირებს.
,,ერთ კართან დავსვით თანამშრომელი და ვუშვებთ მხოლოდ ათ ადამიანს, რომლებიც, ვაჭრობის შემდეგ, ბაზარს მეორე კარიდან ტოვებენ. მოვაჭრეები შესაბამისად, პირბადეებით, ხელთათმანებითა და ერთჯერადი პარკებით არიან. ყოველი ვაჭრობის შემდეგ, იყენებენ სადეზინფექციო ხსნარს და ჩვენც ყოველდღე ვატარებთ დეზინფექციას. უწყვეტ რეჟიმში გვამოწმებს სურსათის უვნებლობის სამსახური”- განაცხადა ჟამურაშვილმა.
თელავის აგრარული ბაზარი ნახევრად დახურულ სივრცეშია განთავსებული. დღევანდელი მდგომარეობით, ბაზარში მხოლოდ კვების პროდუქტები იყიდება. ბაზრით, არამხოლოდ თელავის, კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტის მოსახლეობა სარგებლობს.