Home დღის ამბები თელავის აგრარული ბაზარი დღეს ისევ გაიხსნა.

თელავის აგრარული ბაზარი დღეს ისევ გაიხსნა.

 

რამდენიმე დღიანი პაუზის შემდეგ თელავის აგრარული ბაზარი დღეს ისევ გაიხსნა. ამჯერად, ტერიტორიაზე მოქალაქეების შესვლა მკაცრად კონტრდება. ხდება თერმოსკრინიგი. მოვაჭრეებს უკეთიათ პირბადეები და ხელთათმანები.

ბაზრის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სრულად იცავენ კორონავირუსის გამო, პრევენცოული ღონისძიების ფარგლებში დადგენილ წესებს და ხდება სპეციალისტების რეკომენდაციების გათვალისწინება .

თელავის აგრარული ბაზარი 27 აპრილს გაიხსნა, თუმცა მალევე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ წესების დარღვევის გამო 3 ათასი ლარით დააჯარიმა და ობიექტი იმავე დღის ბოლოს დაიკეტა.