„კახეთის მეფეს თეიმურაზ მეორეს თავის სამეფოში ერთ-ერთი მოგზაურობის დროს მოსახლეობისათვის 60 აქლემის საპალნე აბრეშუმი უჩუქებია. შაჰ-აბასის მიერ კახეთის განადგურების შემდეგ დიდათ ბრკოლდება აბრეშუმის განვითარება.
მე 19 საუკუნის 80 იან წლებში მთელ კახეთში ერთადერთი ფეიქარი ბადურაშვილი იყო , რომელსაც თელავში მახარაძის ქუჩაზე პატარა საფეიქრო ჰქონდა ერთი მოძველებული დაზგით. 80-90-წლებში ზაქათალელმა ვაჭრებმა კახეთის სოფლებში ჭიის თესლის უსასყიდლოდ დარიგება დაიწყეს. იმ პირობით ,რომ ნედლი პარკი მხოლოდ მათთვის მიეყიდათ. ჩარჩ-ვაჭრებს პარკი თითქმის მუქთად(ფუთი-10-11 მან.)უვარდებუდათ ხელში .(„ივერია“-1898წ).
კახეთიდან ზაქათალაში პარკის გატანა დიდ ხარჯებს იწვევდა და ამიტომ გადაწყვიტეს თელავში ფაბრიკის გახსნა, ვინმე ანიევმა ახლანდელ ელსადგურის ქუჩაზე ,ყოფილი ყაზარმის ტერიტორიაზე გახსნა 50 დაზგიანი ფაბრიკა, რომელიც კრამიტით იყო გადახურული.
ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ანდერსენმა მიატოვა თელავი .1926 წელს აშენდა თელავის ძაფ-სახვევი ფაბრიკა დაიდგა 50 დაზგა და გამოშვებული იქნა 10,3ტ ხამი აბრეშუმის ძაფი.“ ივ .პაატაშვილი „კოლხმა“ 1957წ.
ლია სოზაშვილი