საქართველოში კორონა ვირუსით ინფიცირებულთა რეკორდულ ზრდაზე, ხელისფულების არასწორ რეაგირებაზე საუბრობენ ოპოზიციაში.
დღეს ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ახმეტა-თელავი-ყვარელი-ლაგოდეხის მაჯორიტარმა კანდიდატმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა სპეციალური ბრიფინგი გამართა და მთავრობის მეთაურს,ვირუსის წინააღმდეგ განხორციელებული რეგულაციები დაუწუნა.
კონკრეტულად,ჭიაბერაშვილის განცხადებით:
“ქვეყანამ თავიდანვე არასწორი მიმართულებით დაიწყო ვირუსთან ბრძოლა და ახლა როდესაც,ინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღიურად მატულობს,პრემიერი მინისტრი გახარია ვალდებულია დეტალურად გააცნოს საზოგადოებას რამდენად მზადა ქვეყანა პანდემიიასთან გასამკლავებლად.“
ზურაბ ჭიაბერაშვილმა,მედიას ის 6 კითხვა გააცნო რაზეც პასუხს გიორგი გახარიასგან ითხოვს.
საუბარია,ჯანდაცვის სისტემაზე,დაავადებულთა ჰოსპიტალიზაციაზე, სოციალურ ღონისძიებებზე, განათლების სექტორსა და ეკონომიკაზე.