“ევროპული საქართველოს” ლიდერმა დავით ბაქრაძემ, თელავის მოსახლეობას პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქში ზურაბ ჭიაბერაშვილი წარუდგინა. პარტიის წევრებმა მოსახლეობის პრობლემები მოისმინეს და მათ გარდამტეხი ცვლილებების გეგმა გააცნეს.
როგორც ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, რომ „ევროპულ საქართველოს“ აქვს კონკრეტული გეგმა, რომელიც მოუტანს გარდამტეხ ცვლილებებს როგორც თელავს, ისე მთლიან საქართველოს.
„ჩვენ დღეს თელავში, ჩვენ მხარდაჭერებთან შეხვედრაზე, კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვთქვით, 31 ოქტომბერს ქართველ ხალხს გადაწყვეტილი აქვს ივანიშვილის ხელისუფლებიდან გაშვება. ხალხს აინტერესებს რას იზამს ის კოალიციური მთავრობა, რომლის საყრდენი და ხერხემალი იქნება „ევროპული საქართველო“. მოქალაქეებს კიდევ ერთხელ ავუხსენით, რომ ფასების სტაბილურობას, სამუშაო ადგილების შექმნას, ლარის გამყარებას მოიტანს მაღალი ეკონომიკური ზრდა, რომელიც აუცილებლად იქნება იმ ეკონომიკური პროგრამის შედეგად, რომელიც „ევროპულ საქართველოს“ აქვს შემუშავებული. ეს იქნება მიმართული კონკრეტული ადამიანების კეთილდღეობაზე, იმაზე, რომ ამოისუნთქოს ქვეყანამაც და ადამიანებმაც”, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.