ძვირფასო თელაველებო, მე ვარ ზურაბ ჭიაბერაშვილი თქვენი მაჟორიტარობის კანდიდატი „ევროპული საქართველოდან“ თელავში.
მე მაქვს კონკრეტული გეგმა!
სწრაფად და ეფექტურად როგორ შევაჩეროთ ფასების ზრდა.როგორ გამოვიყვანოთ ადამიანები სიღარიბიდან. როგორ შევქმნათ სამუშაო ადგილები და როგორ გავზარდოთ ოჯახების შემოსავალი.
ევროპული საქართვლოს ძალიან კონკრეტული გეგმით,მხოლოდ თელავში, 1200 სამუშაო ადგილი შეიქმენაბ,2000 ზე მეტი ოჯახი სიღატაკიდან გამოვა,20 000 ზე მეტ ადამიანს მედიკამენტის პრობლემა მოეხსნება,წყალმომარაგების სისტემა ერთხელ და სამუდამოდ აეწყობა რეგიონში.
ვაზი ჩვენი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს. ვენახში მოფუსფუსე ადამიანს არ უნდა ეშინოდეს მთელი წლის განმავლობაში, ჩააბარებს თუ არა ყურძენს ან რა ფასად.
ყურძნის ფასი სულ უნდა იზრდებოდეს და არ უნდა იკლებდეს. გადასახადების შემცირებით, ადგილობრივ მეწარმეებს უჩნდებათ შანსი, შექმნან სამაცივრე და გადამამუშავებელი საკონსერვო საწარმოები, რომ ვისაც მოჰყავს ბოსტნეული და ხილი, იმან ჩააბაროს. ამ პროდუქციაზე მოთხოვნა შეექმნას და ადამიანის შრომას ფასი დაედოს.
გადასახადების შემცირება,გადაარჩენს კორონავირუსის პირობებში უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნილ ტურისტულ ინფრასტრუქტურას.თან ისე, რომ კომპანიებმა საკუთარი ბიზნესიც გადაარჩინოს და ადამიანების სამსახურიდან დათხოვნაც არ მოუწიოთ.
გომბორის გვირაბი, იმ ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონული ცენტრის ფუნქციას გააძლირებს, რომელიც თელავს საუკუნეების განმავლობაში ჰქონდა.
თელავის გაძლიერება დამოკიდებულია ახალგაზრდებზე. იმათზე, ვინც აქ ადგილზე უნდა დარჩეს და საკუთარი ნიჭი მოახმაროს. მაგრამ ამას სჭირდება, თელავის უნივერსიტეტის გაძლიერება და მე ამაზეც კონკრეტული გეგმები მაქვს.
ძვირფასო თელაველებო, ბიძინა ივანიშვილს და ,,ქართულ ოცნებას” არ უნდა მივცეთ კიდევ 4 წლიანი შესაძლებლობა ძარცვოს ხალხი და ძარცვოს ბიუჯეტი. ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავასრულოთ. ამ ქვეყანაში ცვლილება უნდა მოხდეს.
პატიოსან ადამიანებს უნდათ ცვლილბა.დამიჭირეთ მხარი.დაუჭირეთ მხარი ევროპულ საქართველოს და შევქმნათ უკეთესი მომავალი თელავისა და თელაველებისთვის.
Top of Form
Bottom of Form