ესპანელი მეცნიერების განცხადებით, ზეითუნის ზეთის რეგულარული მიღება აქვეითებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებითა და კიბოთი გამოწვეული ნაადრევი სიკვდილის რისკს.
სპეციალისტებმა 18 წლის განმავლობაში გაანალიზეს 1,5 ათასი ადამიანის კვების რაციონი და ცხოვრების წესი.
აღმოჩნდა, რომ საკვების მომზადებისას, ზეითუნის ზეთის გამოყენება ასოცირდებოდა ნებისმიერი მიზეზით, მათ შორის გულის დაავადებებისა და კიბოსგან სიკვდილის დაბალ რისკთან 46% და 51%-ით შესაბამისად.
კვლევის ავტორები გვირჩევენ ყოველდღიურად მივიღოთ 2 და მეტი სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი.