Home რჩევები ზეითუნის ზეთის მოხმარება სიცოცხლის ხანგრძლივობას ზრდის

ზეითუნის ზეთის მოხმარება სიცოცხლის ხანგრძლივობას ზრდის

ადამიანებში, რომლებიც ჭარბად ღებულობენ ზეითუნის ზეთს, დაქვეითებულია კიბოსგან და სხვა მძიმე დაავადებებისგან განვითარებული სიკვდილის რისკი.

ამგვარ დასკვნამდე მივიდნენ ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფი, რომელთა სტატიაც გამოქვეყნდა ჟურნალში Journal of the American College of Cardiology.

მეცნიერებმა გაანალიზეს ასი ათასამდე ამერიკელი ექიმისა და ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და კვებაზე არსებული მონაცემები. კვლევის დასაწყისში, 1990 წელს, არც ერთ მონაწილეს არ ჰქონდა გამოვლენილი კიბო და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. მომდევნო 28 წლის განმავლობაში მოხალისეები ყოველ ოთხ წელიწადში ახსენებდნენ საკუთარი კვების რაციონის შესახებ, რამდენად ხშირად ღებულობდნენ ამა თუ იმ პროდუქტს, რომელც ცხიმს იყენებდნენ კერძების მოსამზადებლად და ა.შ.

დადგინდა, რომ მონაწილეებში, რომლებიც ყველაზე მეტად მოიხმარდნენ ზეითუნის ზეთს (დღეში 7 გრ) გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გარდაცვალების რისკი 19%-ით, კიბოთი გარდაცვალების რისკი 17%-ით, ნეიროდეგენერაციული დაავადებებით გარდაცვალების რისკი 29%-ით, ხოლო სასუნთქი სისტემის ორგანოების დაავადებებით გამოწვეული წიკვდილის რისკი 18%-ით დაბალი იყო.

ამას გარდა, მკლვევარების გათვლებით, თუ ყოველდღიურ რაციონში 10 გ ცხოველურ ცხიმს იგივე რაოდენობის ზეითუნის ზეთით შევცვლით, სხვადასხვა დაავადებებით გამოწვეული ნაადრევი სიკვდილის რისკი 34%-ით შემცირდება.

ამასთან, მკვლევარების განმარტებით, მათ, ვინც ზეითუნის ზეთს ჭარბად მოიხმარენ, როგორც წესი, უფრო მაღალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი აქვს, შესაბამისად უფრო სწორად იკვებებიან, ღებულობენ მეტ ხილსა და ბოსტნეულს, ფიზიკურად მეტად აქტიურები არიან, ვიდრე ისინი, ვინც ზეითუნის ზეთს არ ღებულობს. ამ გარემოებამ თეორიულად შეიძლება გავლენა მოახდინა მიღებულ შედეგებზე.

და მაინც, ზეითუნის ზეთი შეიცავს ადამიანის ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლო ნივთიერებებს – მონოუჯერ ცხიმოვან მჟავებს, ფენოლურ ნაერთებს, ვიტამინებს, რომლებიც უჯრედებს იცავს ჟანგვითი სტრესისგან, ხსნის ანთებას, აუმჯობესებს სისხლძარღვების ფუნქციას, აწესრიგებს არტერიულ წნევას და ნაწლავის მიკროფლორას და ა.შ.