მდოგვი ხანდაზმული ასაკის ადამიანებში აუმჯობესებს მადას და საჭმლის მონელებას.
ხანდაზმულ ადამიანებში მადის დაკარგვა იწვევს საკვების მონელების პრობლემებს, სხეულის მასის დაქვეითებას და ძვლის ქსოვილის რღვევას. ამან შეიძლება გამოიწვიოს კოგნიტიური დარღვევები და შეანელოს გადატანილი დაავადებების შემდეგ აღდგენის პროცესი.
მდოგის საკვებში რეგულარული დამატებისას, აღინიშნება მადის გაძლიერება და შესაძლოა სავარაუდო პრობლემების თავიდან აცილება. როგორც სხვა ცხარე საკვები და სუნელები, ის აღიზიანებს პირისა და კუჭის ლორწოვან გარსს, ასტიმულრებს ნერწყვის გამოყოფა და კუჭის წვენის სეკრეციას, რის შედეგად უმჯობესდება მადა და საკვების მონელება ზოგადად.
მდოგვის თუნდაც მცირე რაოდენობით მიღებისგან თავი უნდა შეიკავონ მათ, ვისაც ჭარბი წონა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები აქვს