Home დღის ამბები ეკონომიკა ვინ ასაქმებს ყველაზე მეტ ადამიანს საქართველოში – Top-10 კომპანია

ვინ ასაქმებს ყველაზე მეტ ადამიანს საქართველოში – Top-10 კომპანია

2019 წელს დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 756.9 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 3.1 პროცენტით აღემატება, – ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში – საწარმოთა საქმიანობის შედეგები. ამავე მონაცემებით, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 41.4 პროცენტი ქალია, ხოლო 58.6 პროცენტი – კაცი.

საქსტატის ანგარიშით, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 35.0 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 20.2 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 44.8 პროცენტი – მცირე ბიზნესზე. დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 702.0 ათასი კაცი შეადგინა (გასულ წელთან შედარებით – 3.3 პროცენტით მეტი). საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე – 9 977.2 მლნ ლარით განისაზღვრა (გასულ წელთან შედარებით 10.3 პროცენტით მეტი).

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ Top-10 საწარმოს, რომელიც საქართველოში ყველაზე მეტ ადამიანს ასაქმებს: (შენიშვნა – სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)

  • სს გეფა – საცალო ვაჭრობა ფარმაცევტული საქონლით სპეციალიზებულ მაღაზიებში
  • სს ევექსის ჰოსპიტლები – საავადმყოფოების საქმიანობები
  • სს ენერგო – პრო ჯორჯია – ელექტროენერგიის განაწილება
  • სს ნიკორა ტრეიდი – საცალო ვაჭრობა არასპეციალიზებულ მაღაზიებში, უპირატესად საკვები პროდუქტებით, სასმელებით ან თამბაქოს ნაწარმით
  • სს საქართველოს რკინიგზა – რკინიგზის სატვირთო ტრანსპორტი
  • შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანია – საქალაქო და საგარეუბნო სამგზავრო სახმელეთო ტრანსპორტი
  • შპს თბილსერვის ჯგუფი – არასახიფათო ნარჩენების შეგროვება
  • შპს პსპ ფარმა – საცალო ვაჭრობა ფარმაცევტული საქონლით სპეციალიზებულ მაღაზიებში
  • შპს ჯეო ჰოსპიტალს – საავადმყოფოების საქმიანობები
  • შპს ჯორჯიან მანგანეზი – თუჯის, ფოლადის და ფეროშენადნობების წარმოება

რაც შეხეება მთლიან ბრუნვას, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2019 წელს, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 25.9 პროცენტით გაიზარდა და 109.0 მილიარდი ლარი შეადგინა.