Home დღის ამბები ვინ არის “კრიპტოს დედოფლად“ წოდებული რუჯა იგნატოვა, რომელსაც FBI მე-5 წელია ეძებს...

ვინ არის “კრიპტოს დედოფლად“ წოდებული რუჯა იგნატოვა, რომელსაც FBI მე-5 წელია ეძებს – “შესაძლოა, პლასტიკური ოპერაცია გაეკეთებინა ან სხვაგვარად შეეცვალა გარეგნობა“

“კრიპ­ტოს დე­დოფ­ლად“ წო­დე­ბულ რუჯა იგ­ნა­ტო­ვას FBI 2017 წლი­დან ეძებს. იგ­ნა­ტო­ვა ამ­ჟა­მად 42 წლი­საა, და­ი­ბა­და ბულ­გა­რეთ­ში, თუმ­ცა გერ­მა­ნი­ის მო­ქა­ლა­ქეა. მან თა­ვი­სი OneCoin კრიპ­ტო ვა­ლუ­ტის მეშ­ვე­ო­ბით ისე­თი პი­რა­მი­დუ­ლი სქე­მა შე­ი­მუ­შა­ვა, 4 მი­ლი­არდ დო­ლარ­ზე მეტი ოდე­ნო­ბის თან­ხა ჩა­იგ­დო ხელთ. სა­ბო­ლო­ოდ, ეს ყვე­ლა დრო­ის უდი­დეს სა­ერ­თა­შო­რი­სო თაღ­ლი­თო­ბად იქცა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იგ­ნა­ტო­ვა 5 წე­ლია არ გა­მო­ჩე­ნი­ლა, დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში ახ­ლა­ხანს მი­ღე­ბუ­ლი კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, მისი სა­ვა­რა­უ­დო ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი დად­გინ­და. იგ­ნა­ტო­ვა ამ­ჯე­რად 14 მი­ლი­ო­ნი­ა­ნი პენ­ტჰა­უ­სის შე­ძე­ნამ გათ­ქვა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ “კრიპ­ტოს დე­დო­ფალ­მა” სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი კომ­პა­ნი­ის სა­ხე­ლით შე­ი­ძი­ნა, დიდი ბრი­ტა­ნე­თის ახა­ლი კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, როცა ქო­ნე­ბას კომ­პა­ნია ყი­დუ­ლობს, ბე­ნე­ფი­ცი­ა­რიც უნდა და­სა­ხელ­დეს. შე­სა­ბა­მი­სად, ამ ტრან­ზაქ­ცი­ამ იგ­ნა­ტო­ვას ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი უნე­ბუ­რად გა­ამ­ხი­ლა.

ვინ არის რუჯა იგ­ნა­ტო­ვა?

ვიდ­რე იგ­ნა­ტო­ვა FBI-ის ძებ­ნილ­თა სი­ა­ში მოხ­ვდე­ბო­და, ის კრიპ­ტო ინ­დუსტრი­ის ამო­მა­ვალ ვარ­სკვლა­ვად მი­აჩ­ნდათ. CNN-ის მი­ხედ­ვით, იგ­ნა­ტო­ვა ფუ­ფუ­ნე­ბის სიყ­ვა­რუ­ლით იყო ცნო­ბი­ლი. მან გერ­მა­ნი­ა­ში მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ, ჯერ კრიპ­ტოს მი­მარ­თუ­ლე­ბით კონ­სულ­ტან­ტად იმუ­შა­ვა, სა­ბო­ლო­ოდ კი კრიპ­ტო მე­წარ­მედ იქცა.

რუ­ჯამ და მის­მა ბიზ­ნეს­პარტნი­ორ­მა, სე­ბას­ტი­ან გრინ­ვუდ­მა ინ­ვეს­ტო­რე­ბი და­არ­წმუ­ნეს, რომ მათი OneCoin კრიპ­ტო ვა­ლუ­ტა ღი­რე­ბუ­ლე­ბით Bitcoin-ს გა­და­ა­ჭარ­ბებ­და.

“OneCoin კა­პი­კა­დაც არ ღირ­და. მათი ტყუ­ი­ლე­ბი მხო­ლოდ ერთ მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და, სურ­დათ, ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის სა­კუ­თა­რი ოფ­ლით მო­პო­ვე­ბუ­ლი თან­ხა მო­ტყუ­ე­ბით გა­მო­ე­ძა­ლათ“, – გა­ნა­ცხა­დეს ამე­რი­კელ­მა პრო­კუ­რო­რებ­მა.

სა­ბო­ლო­ოდ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ იგ­ნა­ტო­ვა თაღ­ლი­თურ სქე­მას ახორ­ცი­ე­ლებ­და – მან და მის­მა პარტნი­ო­რებ­მა 4 მი­ლი­არ­დი დას­ცინ­ცლეს ინ­ვეს­ტო­რებს. გრინ­ვუდ­თან ერ­თად, რუ­ჯამ თაღ­ლი­თურ სქე­მა­ში თა­ვი­სი ძმა, კონ­სტან­ტინ იგ­ნა­ტო­ვიც ჩარ­თო.

იგ­ნა­ტო­ვას და გრინ­ვუდს კლი­ენ­ტე­ბის გა­ცუ­რე­ბა და­სა­წყის­ში­ვე ჰქონ­დათ გა­და­წყვე­ტი­ლი. პი­რად მი­მო­წე­რებ­ში, ორი­ვე მათ­გა­ნი, თა­ვი­ანთ კრიპ­ტო ვა­ლუ­ტას “trashy coin”-ად (ნა­გავ კო­ი­ნად) მო­იხ­სე­ნი­ებ­და. რუ­ჯას და სე­ბას­ტი­ა­ნის სქე­მა 2016 წელს და­ი­შა­ლა, როცა ინ­ვეს­ტო­რებ­მა თა­ვი­ან­თი OneCoin-ის გა­ყიდ­ვა სცა­დეს, რათა ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი და­ებ­რუ­ნე­ბი­ნათ, მაგ­რამ უშე­დე­გოდ.

2017 წელს, აშშ-ის იუს­ტი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტმა იგ­ნა­ტო­ვას თაღ­ლი­თო­ბა­ში, თაღ­ლი­თო­ბის შეთ­ქმუ­ლე­ბა­ში, ფა­სი­ა­ნი ქა­ღალ­დე­ბის თალღლი­თო­ბა­ში და ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბის მიზ­ნით შეთ­ქმუ­ლე­ბა­ში წა­უ­ყე­ნა ბრა­ლი. სა­სა­მარ­თლომ მისი და­კა­ვე­ბის ბრძა­ნე­ბა გას­ცა, თუმ­ცა ქალი ათენ­ში, სა­ბერ­ძნეთ­ში გაფ­რინ­და და მას შემ­დეგ აღა­რა­ვის უნა­ხავს.

FBI-ს, იგ­ნა­ტო­ვა­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბის­თვის, ჯილ­დოდ 100 000$ აქვს და­წე­სე­ბუ­ლი. მა­თი­ვე თქმით, იგ­ნა­ტო­ვა შე­ი­ა­რა­ღე­ბულ დაც­ვას­თან ერთდ გა­და­ად­გილ­დე­ბა და “შე­საძ­ლოა პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცია ჰქონ­დეს გა­კე­თე­ბუ­ლი ან სხვაგ­ვა­რად შე­ეც­ვა­ლა გა­რეგ­ნო­ბა.“

OneCoin-ის ის­ტო­რია

იგ­ნა­ტო­ვამ და მის­მა პარტნი­ორ­მა, OneCoin -ის სქე­მა 2014 წელს და­ი­წყეს. იმ დრო­ის­თვის, კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტით და­ინ­ტე­რე­სე­ბამ პიკს მი­აღ­წია, შე­სა­ბა­მი­სად, წყვილ­მა მო­მენ­ტით ისარ­გებ­ლა. ისი­ნი ინ­ვეს­ტო­რებს ლა­მის ათ­მაგ მო­გე­ბას ჰპირ­დე­ბოდ­ნენ. სა­ბო­ლო­ოდ კი, 2014-2016 წლებ­ში სულ 4 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი ჩა­ი­რი­ცხა კომ­პა­ნი­ის ან­გა­რიშ­ზე. სამ­წუ­ხა­როდ, OneCoin-ის ღი­რე­ბუ­ლე­ბა კომ­პა­ნი­ის მიერ იყო მა­ნი­პუ­ლი­რე­ბუ­ლი და ინ­ვეს­ტო­რებს რე­ა­ლუ­რის­გან სა­პი­რის­პი­რო ინ­ფორ­მა­ცია ჰქონ­დათ. OneCoin -ის “მა­ი­ნინ­გი“ ისე­ვე არ ხდე­ბო­და, რო­გორც სხვა კრიპ­ტო ვა­ლუ­ტე­ბის, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კომ­პა­ნია ინ­ვეს­ტო­რებს სა­წი­ნა­აღ­მდე­გოს უმ­ტკი­ცებ­და.

მას შემ­დეგ, რაც გა­მო­ძი­ე­ბამ იგ­ნა­ტო­ვას და გრინ­ვუ­დის თაღ­ლი­თო­ბის ამ­ბავს ფარ­და ახა­და, რუ­ჯამ შე­დე­გებ­თან გამ­კლა­ვე­ბა მის პარტნი­ო­რებს შე­ა­ტო­ვა. კომ­პა­ნი­ის თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, სე­ბას­ტი­ან გრინ­ვუ­დი 2018 წლის ივ­ლის­ში და­ა­კა­ვეს. ის დამ­ნა­შა­ვედ სცნეს თაღ­ლი­თო­ბის რამ­დე­ნი­მე მუხ­ლით და გა­ნა­ჩენს აპ­რილ­ში გა­მო­უ­ტა­ნენ. რაც შე­ე­ხე­ბა იგ­ნა­ტო­ვას ძმას, კონ­სტან­ტინ იგ­ნა­ტოვს, ის 2019 წელს და­ა­კა­ვეს. მისი გა­ნა­ჩე­ნი ა.წ. თე­ბერ­ვლის თვის ბო­ლომ­დე იქ­ნე­ბა გა­მო­ტა­ნი­ლი.

იგ­ნა­ტო­ვას ქო­ნე­ბა

თაღ­ლი­თო­ბის სქე­მის ერთ-ერთი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის მიერ შე­ტა­ნი­ლი სა­ჩივ­რის შე­დე­გად გა­მოვ­ლინ­და, რომ იგ­ნა­ტო­ვას დუ­ბა­ის ბან­კის ან­გა­რი­შებ­ზე 2021 წლის­თვის 500 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი ჰქონ­და. უც­ნო­ბია, თუ რა რა­ო­დე­ნო­ბის კრიპ­ტო ვა­ლუ­ტას ფლობს ის, მაგ­რამ Financial Finds- ის მი­ხედ­ვით, ემი­რა­ტე­ბის სა­მე­ფო ოჯა­ხის წევ­რმა მას 2015 წელს 230 000 ბიტ­კო­ი­ნი გა­და­უ­ხა­და, რაც იმ დრო­ის­თვის 52 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი ღირ­და, 2021 წლის­თვის, მათი ფასი 15 მი­ლი­არ­დამ­დე გა­ი­ზარ­და. ამ დრო­ის­თვის კი 5.5 მი­ლი­არდ დო­ლა­რად ფა­სობს.