მთელი ცხოვრება ჟურნალისტი ვარ, სპორტზე არასდროს მივლია.. ფიზიკურად არ ვარ სუსტი მაგრამ თუ ამდენი შემეძლო ეგ არ ვიცოდი ….
მაგრამ 2018 წლის 5 თებერვალი ყველაზე უჩვეულო დღე იყო…
5 თებერვალს ჩვეულებრივ საკრებულოს სხდომის გასაშუქებლად წავედი. წინა საღამოს საკრებულოს დეპუტატმა ბადურ რევაზიშვილმა დამირეკა და მითხრა რომ მეორე დღეს თელავის მუნიციპალიტეტის სხვა და სხვა სოფლის მოსახლეობა მიწების გასხვისებას გააპროტესტებდნენ. ამაზე კი საკრებულოს გადაწყვეტილება იქნებოდა მათთვის საინტერესოდ მოსასენი.
როგორც ამბობდა თელავში 45 ჰა საძოვარი, რომელიც გლეხ მოსახლეობას ეკუთვნოდა , ფარულად გაასხვისეს. და ასევე კიკაბაურის ტერიტორიის გაყიდვა იგეგმება. ასევე ბაადურ რევაზიშვილმა აღნიშნა , რომ ბოლო 1 კვირაში , ასობით დაზარალებულმა გლეხმა მიმართა ენმ -ს ოფისს დახმარების თხოვნით სამართლიანობის აღდგენაში.
საკრებულოს სხდომა ფორიაქიღ დაიწყო… სხდომაზე ადგილობრივი მოსახლეობის გარდა პოლიტ საბჭოს წევრი გიორგი ბოტკოველიც მოვიდა. პოლიციის კორდონი გალიერებულად იყო მობილიზებული. მე სადღაც ძალიან ბოლოში ვიდექი, თითქმის სხდომატა დარბაზის გარეთ, როცა ჩხუბი ატყდა. მივხვდი რომ პოლიციას უფრო მეტად ყურება სიამოვნებდა ვიდრე გაშველება, ბოლოში და ნაცემ ნათეთქვი ადამინებს პოლიცია გადიყვანდა და ეს მოსახლეობის გაბრაზებას მეტად გამოიწვევდა. რა ვქნა გულმა არ მომითმინდა უცებ გავწიე პოლიციელების კორდონი და შიგნით შევიჭერი….
ორი დეპუტატს შუაში შკაფივით ჩაუდექი და გავწიე…
ალბათ მეც მეშინოდა მაგრამ გული არ მითმენდა და რა მექნა ?
მას მერე ერთ თვეზე მეტი გვაიდა და პოპულრული სახელეი გამშველებელი ქალი კვლავ შემომრჩა …
სინამდვილეში გამშველებელი არა მაგრამ ჟურნალისტი ქალი კი ვარ .
სამწუხაროა რომ მე სიმშვიდეს შევეცადე მაგრამ როგორც ჟურნალისტს მუშაობაში ხელი მეშლება ბევრჯერ სწორედ მათგან ვინც ჩემს უფლებებს უნდა იცავდეს.
p.s.ყველაფრის მიუხედავად ცუდი ის არის რომ სულ რამდენიმე დღეში 10 თებერვლის გამართულ აქციაზე სამართალდაცველება დაივიწყეს ჩემი გაშველება და ჩემი და ოპერატორის ტექნიკა დაგვმიტრიეს.და წაგვართვეს ნეტა კი დაგვიბრუნებდნენ.
ჟურნალისტი : მაკა მოსიაშვილის ბლოგი