ლონდონში დაბადებული მაიკლ ბლეიკი მხოლოდ 19 წლის იყო, როდესაც პროდიუსერად მუშაობა დაიწყო. ბერლინში, Hansa Studios-ში, რეზიდენტი პროდიუსერი პარალელურად ცნობილი მომღერლებისთვის ტრეკების ამზადებდა, რამაც განაპირობა, რომ მოგვიანებით კომპოზიტორი, დრამერი და დიდი ბრიტანეთის, შეერთებული შტატების საკმაოდ წარმატებული პროდიუსერი გახდა.
შრომამ შედეგი გამოიღო და ბლეიკი მალე A&R Records-ის დირექტორი გახდა. ჩამწერ სტუდიაში მუშაობისას გამოუშვა სამი ლეიბლი. პროდიუსერად მუშაობისას შეძლო 100 მილიონი ეზემპლარის გაყიდვა და მიიღო გრემის ხუთი ნომინაცია.
თავად ბლეიკმა 60 მილიონი დოლარის ქონება დააგროვა.
იგი თანამშრომლობდა ისეთ არტისტებთან, როგორებიც არიან ემინემი და უილი ნელსონი. ყველაზე ამორჩეული კი ის არის, რომ საზოგადოება მას იცნობს ადამიანად, რომელსაც მსოფლიოში საუკეთესო საათების კოლექცია აქვს.
მაიკლ ბლეიკი ლოს-ანჯელესში, დიდ ფუფუნებაში ცხოვრობს. მისი საათების შესახებ არაერთხელ დაწერილა. საინტერესოა, როგორია ცნობილი პროდიუსერის კოლექცია?
ის ფლობს რამდენიმე ცნობილი ბრენდის საათებს, მათ შორის Jacob & Co, Rolex და Patek Philippe. ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდი მის კოლექციაში არის Richard Mille. ასევე ფლობს RM 016-ს, რომელიც არის უნიკალური ნაკეთობა.
პროდიუსერმა მისი მისწრაფება ბიზნესად აქცია და 2022 წელს გახსნა საცალო ვაჭრობის ვებგვერდი. ონლაინ ბუტიკის ვებსაიტი ყიდის ფეხსაცმელს, სათვალეებს, ტანსაცმელს, აქსესუარებსა და საათებს.
ნივთების ღირებულება 100-დან 100 000 დოლარამდე მერყეობს და საკმაოდ წარმატებულად მუშაობს.
საცალო ვაჭრობის ვებსაიტი Producer Michael Boutique უნიკალურ და პოპულარულ ბრენდებთან თანამშრომლობს. იყიდება საათების ყველა საუკეთესო ბრენდი, მათ შორის Michael Kors, Richard Mille, Audemars Piguet, Hublot, Panerai, Rolex, Jacob & Co და Vacheron Constantin.
მაიკლ ბლეიკის საყვარელი საათის მწარმოებელი არის Jacob & Co. მას აქვს რამდენიმე მოდელი, როგორიცაა Jacob Epic X Chrono Bugatti ($41,563), Jacob Caligula ($34,053), Jacob Twin Turbo Furious Double ($554,000), Jacob Platinum Tourbillon Astronomia Sky ($1 მილიონი) და მრავალი სხვა.
მის არხს ჰყავს 1,42 მილიონზე მეტი გამომწერი და გულშემატკივრებს საათების შესახებ საინტერესო ინფორმაციას ყოველდღიურად აწვდის.
მაიკლ ბლეიკის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული საათების კოლექცია, რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ღირებულებისაა.