Home ბლოგი ვინ არიან ბლოგერების კონკურსის გამარჯვებულები

ვინ არიან ბლოგერების კონკურსის გამარჯვებულები

“DMO Visit Kakheti” -მა და „მთავარი ამბები კახეთიდან“ ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში, ბლოგერების კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინეს. დაჯილდოების ცერემონია 17 ოქტომბერს გაიმართა.

კონკურსანტები შვიდმა კომპეტენტური პირისგან დაკონპლექტებულმა ჟიურიმ შეაფასა.

ბლოგერების კონკურსის პირველი ადგილის მფლობელი მაია წიგნაძე ( თუთა ბადაგაძე )გახდა, ხოლო მეორე და მესამე ადგილები კახაბერ სუხიტაშვილმა და ანა მარგველაშვილმა გადაინაწილეს.

„ჩემი 7 მიზეზი, რატომ მიყვარს კახეთი “ – ამ სახელწოდების კონკურსი 28 აგვისტოდან 20 სექტემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა.
მასში მონაწილეობა 8 დამწყებმა და გამოცდილმა ბლოგერმა მიიღო, რომლებმაც საკუთარი ნამუშევრები წარმოადგინეს. მოგვიანებით ყველა ბლოგი mak.ge -საიტზე ექსკლუზიურად განთავსდება, რომლის წაკითხვის საშუალება ჩვენს ერთგულ მკითხველს, რამდენიმე დღეში შეეძლება.

“მთავარი ამბები კახეთი” აგრძელებს ბლოგერებთან თანამშრომლობას და ახალი პროექტის დაწყებისთვის ჩვენი გუნდი ამ წუთებშიც მუშაობს.

ღონისძიებას მასპინძლობდა ახლად გახსნილი სასტუმრო „სვიანა რეზორტი“.

ბლოგერების კონკურსის შედეგების გამოცხადებასთან ერთად, DMO Visit Kakheti -მა ცერემონიაზე მიწვეულ სტუმრებს კლიპის
კლიპი სახელწოდებით „კახეთის შემოდგომა“ უჩვენა და გამართა ახალი ვებ- გვერდის www.visitkakheti.org -ის პრეზენტაცია, რომელიც ორგანიზაციამ სხვა ახალ პროდუქტებთან ერთად მიმდინარე წელს შექმნა.